WESTORE მაღალტექნოლოგიური საწყობი

მართეთ თქვენი მარაგები ციფრული ტექნოლოგიის საშუალებით. ჩვენთან შეგიძლიათ იქირაოთ ფართი 1 კვ.მ. - დან.

Delivo
QuickShipper
Onway
Gpost
Westore
რას გთავაზობთ WESTORE-ი?

მაღალტექნოლოგიური საწყობი

ჩვენი კომპანია სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს ისარგებლონ მოსახერხებელი, უსაფრთხო და მაღალტექნოლოგიური საწყობით. WESTORE შესაძლებლობას გაძლევთ იქირაოთ ფართი 1 კვ.მ.-დან და მართოთ თქვენი მარაგები და შეკვეთები ციფრულად.

ნუ გადაიხდი ზედმეტს! გამოიყენე Westore.ge-ის თაროები და ისარგებლე იმდენი ფართით რაც შენს პროდუქციას სჭირდება და გადაიხადე იმდენი დღის/თვის საფასური რამდენი დღით/თვით ისარგებლებ ჩვენი სერვისით. მართე მარაგები პირადი კაბინეტით და ჩვენ მივაწვდით თქვენს პროდუქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პროდუქციის მიღება
პროდუქციის მიღება

პროდუქციის დასაწყობება, შტრიხ კოდების მინიჭება და პირად კაბინეტში ასახვა ხორციელდება იმავე დღეს.

დახარისხება

პროდუქციის დახარისხება ხდება თქვენს მიერ მოწოდებული ან ჩვენს მიერ დაგენერირებული უნიკალური შტრიხ კოდების საშუალებით.

დახარისხება
მარაგის მართვა
მარაგის მართვა

მართეთ პროდუქციის მარაგი ციფრულად პირადი კაბინეტის საშუალებით.

შეფუთვა და მიწოდება

შეკვეთის გაფორმებისას ჩვენ შევფუთავთ თქვენს პროდუქტს, დავაკრავთ მიმღების დეტალურ ინფორმაციას და გავამზადებთ წასაღებად. WESTORE-ი ასევე გთავაზობთ საკურიერო მომსახურებას რომელიც მოიცავს მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

შეფუთვა და მიწოდება

მოსახერხებელი, უსაფრთხო, და მაღალტექნოლოგიური საწყობი!

იქირავე ფართი 1 კვ.მ.-დან, ყველაზე ბიუჯეტურ ფასად და დაასაწყობე ნებისმიერი პროდუქცია ჩვენთან!

როგორ მუშაობს WESTORE?

მარაგის შევსება

თქვენ აგზავნით პროდუქციას WESTORE-ის საწყობში.

საწყობში განთავსება

ჩვენ დავასაწყობებთ პროდუქციას თაროებზე და მივანიჭებთ უნიკალურ კოდებს.

მართეთ ციფრულად

თქვენ მართავთ პროდუქციას და შეკვეთებს პირადი კაბინეტის საშუალებით.

ჩვენი მომსახურება მოიცავს შემდეგს:

მინიმალური მოცულობა

მინიმუმ ერთი კვ/მ (ერთი თაროს) ქირაობის შესაძლებლობა 1,68 ლარად დღეში.

დარიცხვის სისტემა

ყოველდღიური დარიცხვა - რაც შესაძლებლობას იძლევა თვის ნებისმიერ დღეს აითვისოთ, ან მოაკლოთ თაროების რაოდენობა.

რეგისტრაცია

მარტივი რეგისტრაცია როგორც იურიდიული ისე ფიზიკური პირებისთვის.

კაბინეტი

რეგისტრაციის შემდეგ გეხსნებათ პირადი კაბინეტი/გვერდი, საიდანაც ონლაინ რეჟიმში აკონტროლებთ მიმდინარე მარაგებს, გვიგზავნით შეკვეთებს და თვალყურს ადევნებთ მიმდინარე შეკვეთების მიწოდების სტატუსებს.

დასაწყობება

თქვენს მიერ ჩვენთან მოტანილ პროდუქციას ვანიჭებთ დასახელებას, უნიკალურ კოდს, რაოდენობების მიხედვით ავსახავთ თქვენს პირად კაბინეტში და ვალაგებთ თაროზე/თაროებზე.

შეკვეთის გაფორმება

პირადი კაბინეტიდან გამოგზავნილი ყველა შეკვეთა იფუთება, ეკვრება სტიკერი ადრესატის რეკვიზიტებით(სახელი/გვარი ან/და კომპანიის მონაცემები, მისამართი, საკონტაქტო) და გადაეცემა კურიერს.

მიწოდების სერვისი

გთავაზობთ როგორც სტანდარტული მიწოდების მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე იმავე დღეს და ექსპრეს მიწოდებას თბილისის მასშტაბით.

უსაფრთხოება

ვისთორის საწყობს იცავს დაცვის სპეციალური სამსახური, განთავსებული პროდუქცია არის დაზღვეული, მიმდინარეობს საწყობის და გარე პერიმეტრის 24/7-ზე ვიდეო მონიტორინგი.

Feature